Thursday, May 13, 2010

თეიმურაზ I და საქართველო.

1.პროექტის სახელი: თეიმურაზ I და საქართველო.

2. პროექტის მოკლე აღწერა: პროექტზე მუშაობით აღწერენ XVII ს საქართველოს პოლიტიკურ, სოციალურ, ეკონომიკურ, კულტურული მდგომარეობას. მოიძიებენ მეტ ინფორმაციას თეიმურაზის შესახებ, როგორც მეფესა და პოეტზე.

3. პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეები იწყებენ ინფორმაციის მოძიებას იმ პერიოდის საქართველოს საშინაო და საგარეო პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურული მდგომარეობის შესახებ. აღწერენ ურთიერთობას მეფესა და დიდებულებს შორის, რა მნიშვნელოვანი ღონისძიებები კეთდებოდა ამ დროს საქართველოს სასიკეთოდ, რომელ ქვეყნებთან ჰქონდა დაძაბული ურთიერთობა საქართველოს და რა იყო ამის მიზეზი, რომელ ქვეყნებთან ჰქონდა კარგი ურთიერთობა და როგორი ფორმის იყო იგი. რომელი ბრძოლები გადაიხადა საქართველომ ამ დროს და რა მნიშვნელობა ჰქონდა თითოეულს. გააანალიზებენ გიორგი სააკაძის მოღვაწეობას, მოიძიებენ ინფორმაციას თეიმურაზზე, როგორც მეფესა და პოეტზე, აღწერენ ქეთევან დედოფლის ღვაწლს, მისი მოქმედებისა და თავგანწირვის მნიშვნელობას სამშობლოსა და სარწმუნოებისათვის.

4. მოსწავლეთა ასაკი: 13–17 წელი.

5. ვადები/ხანგრძლივობა: 3–4 კვირა.

6. პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში და კლასის გარეთ: კლასის გარეთ–მოიძიებენ ინფორმაციას ინტერნეტში, არქივებში, იმუშავებენ სლაიდების შექმნაზე. მოეწყობა ექსკურსია მუზეუმში. კლასში–მოხდება დამუშავებული მასალების პრეზენტაცია, თემების დახარისხება, ლექსების წაკითხვა. სლაიდების ნახვა.

7.მოსალოდნელი შედეგები: გაიღრმავებენ ცოდნას ამ პერიოდის საქართველოს შესახებ. შეიქმნება ბლოგი და ფოტოალბომი.

8.სარგებელი სხვებისთვის: გააცნობენ თანაკლასელებს XVIIს საქართველოს მდგომარეობას თითქმის ყველა სფეროში, გაანალიზებენ ქრისტიანობის მნიშვნელობას, გააანალიზებენ თუ რა მნიშვნელობა აქვს ადამიანის, როგორც მოქალაქის, როლს ქვეყნის განვითარებაში.

9. სამუშაო ენა: ქართული

10. საგანთან/საგნებთან კავშირი: ქართულთან, გეოგრაფიასთან, ხელოვნებასთან, სამოქალაქო განათლება.

11. პროექტის ფასილიტატორი: იამზე სებისკვერაძე.

12. პროექტის ფასილიტატორის ელ.ფოსტა: i.sebiskveradze94@gmail.com

13. პროექტის ფორუმი:

14. პროექტის ვებგვერდი:

Saturday, May 8, 2010

იამზე სებისკვერაძე

საგანმანათლებლო პროექტი